ავტორიზაცია

ლივერპულის უნიკალური მიღწევა ატლეტიკოსთან - პირველი გუნდი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში!

ლივერპულის უნიკალური მიღწევა ატლეტიკოსთან - პირველი გუნდი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში!
თარიღი 20 ოქტ 2021, 11:13

როგორც მოგეხსენებათ, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ფარგლებში "ლივერპულმა" სტუმრად დაამარცხა მადრიდის "ატლეტიკო", ანგარიშით 3:2. მერსისაიდელების ანგარიშზე უნიკალური მიღწევაა.

"წითლები" არიან პირველი გუნდი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში, რომელმაც "როხიბლანკოს" შინაურ კედლებში სამი გოლი გაუტანა. დიახ, აქამდე "ინდიელები" ორ ბურთზე მეტს არ უშვებდნენ.

შეგახსენებთ, რომ დიეგო სიმეონეს გუნდის კარი აიღეს მოჰამედ სალაჰმა (დუბლი) და ნაბი კეიტამ. თავად "ატლეტიკოს" მხრიდან კი ორივე გოლი ანტუან გრიზმანმა გაიტანა.

აქვე დვაამატებთ, რომ სამი ტურის შემდეგ, ჯგუფს ცხრა ქულით ლიდერობენ სწორედ "სქაუზერები", შემდეგ 4-4 ქულით მოდიან სწორედ მადრიდელები და "პორტო", ბოლო ადგილზე 0 ქულით კი "მილანია".