"ალბათ, სოლსკიაერი წინა წლის შემადგენლობის დაბრუნებას ისურვებდა", - ნევილი მანჩესტერს აკრიტიკებს
"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი მცველი, გარი ნევილი ფიქრობს, რომ გუნდის მთავარი მწვრთნელი გასული წლის შემადგენლობასთან მუშაობას ისურვებდა.
მოგეხსენებათ, ზაფხულში კლუბმა კრიშტიანუ რონალდუ, ჯეიდონ სანჩო, რაფაელ ვარანი და მეკარე ტომ ჰიტონი დაიმატა.
"გასულ სეზონში გუნდის შენების პროცესი შესამჩნევი იყო. ვფიქრობ, თუ ოლესთან პირად საუბარში მას ჰკითხავთ, ისურვებდა თუ არ გასული წლის შემადგენლობის დაბრუნებას, ალბათ, ამაზე დათანხმდებოდა".
"რონალდუ, ბრუნო, კავანი, პოგბა, მაგუაირი ჰყავს. მაგუაირი ვარანს შეხედავს და იფიქრებს: "მე ისევ ამ გუნდის მთავარი მცველი ვარ?".
"არის კავანი, რომელსაც დარჩენას სთხოვნდნენ, ახლა კი სტატუსით რონალდუს, რეშფორდის და გრინვუდის შემდეგ მოდის. მოვიდა სანჩო 75 მილიონ ფუნტად და არასტაბილურად თამაშობს".
"რონალდუს აურა ყველგანაა, ბრუნო მუდმივად ხელებგაშლილი დადის, პოგბას წარმოდგენა არ აქვს, დარჩება თუ არა გუნდში...".
"ოლე ეს ყველაფერი მიმდინარე კვირაში უნდა მოაგვაროს. კვირას ეს უცნაური გუნდი შეიძლება გავიდეს და "ლივერპულს" მოუგოს, მაგრამ სწორი განწყობა და დინამიკაა საჭირო", - ციტირებს ნევილის სიტყვებს Liverpool Echo.