"სოლსკიაერი მუდმივად წარსულზე ლაპარაკობს", - კარაგერმა მანჩესტერს ახალი მწვრთნელის დანიშვნა ურჩია
"ლივერპულის" ყოფილი მცველის, ჯეიმი კარაგერის აზრით, "მანჩესტერ იუნაიტედმა" მთავარი მწვრთნელი უნდა შეცვალოს, რათა ტიტულებისთვის იბრძოლოს.
"როგორი სტილი აქვს სოლსკიაერს? რას აკეთებს? მუდმივად მესმის, როგორც საუბრობს სოლსკიაერი წინა "ემიუს" წარსულზე, კონტრშტევებზე, შესანიშნავ გოლებზე - ისე ჟღერს, როგორც "მანჩესტერ იუნაიტედის" ისტორიის გაკვეთილი. ის იმ ისტორიის ნაწილი იყო, ბრწყინვალე ისტორიის. რითია სოლსკიაერი დაკავებული ახლა? რა იდეა აქვს? გეგმას ვერ ვხედავ".
"სოლსკიაერმა "ემიუს" მწვრთნელის პოსტზე კარგად იმუშავა. სკანდინავიაში და "კარდიფში" ერთ წელში მიღებული გამოცდილება გამოიყენა".
"სოლსკიაერი "ემიუს" თავკაცის რანგში პრემიერ ლიგას და ჩემპიონთა ლიგას ვერ მოიგებს. კლოპის, ტუხელის ან გვარდიოლას დონის მწვრთნელი არ არის, რომელთაც მრავალწლიანი გამოცდილება და ბევრი ტიტული აქვთ. ოლეს ეს არ აქვს".
"არსებობს მოსაზრება, რომ თუ ოლე ტიტულს მოიგებს, მაშინ სამუშაო უნდა შეინარჩუნოს. "ემიუ" მხოლოდ ინგლისის თასს ან ევროპა ლიგას მოიგებს - და თუ ეს მოხდება, ახალი მწვრთნელი მაინც საჭირო იქნება. ეს ოლეს კრიტიკა არ აქვს, მაგრამ "ემიუს" სჭირდება მწვრთნელი, რომელიც ლიგის სხვა მწვრთნელებისთვის კონკურენციის გაწევას შეძლებს".
"როგორც "მანჩესტერ იუნაიტედის" ყველა გულშემატკივარს, სოლსკიაერსაც ესმის, რომ პრემიერ ლიგის ტოპ-მწვრთნელების დონეზე არ არის", - ციტირებს კარაგერის სიტყვებს Sky Sports.