"უკვე ყველაფერი შეთანხმებული იყო", - პიკემ გაიხსენა, თუ როგორ ჩაშალა რეალმა ვინისიუსის ტრანსფერი ბარსაში
"ბარსელონას" მცველმა, ხერარდ პიკემ იმის შესახებ ისაუბრა, რომ თავის დროზე კატალონიურ გრანდს გარემარბ ვინისიუს ჟუნიორის ტრანსფერის გაჩარხვაში ეხმარებოდა, რომელიც საბოლოო ჯამში "რეალში" აღმოჩნდა.
"ვინისიუსი დიდი ტალანტი იყო. იცით თუ არა, რომ "ბარსელონაში" გადმოსვლასთან იყო ახლოს? მაგრამ "რეალში" ორჯერ მეტი შესთავაზეს".
"მას პირადად ვესაუბრე, მითხრა, რომ ყველაფერი შეთანხმებული იყო. "ბარსამ" ყველაფერი გააფორმა. უკვე გასახდელში მასთან შესახვედრად ვემზადებოდით".
"მაგრამ ბოლო მომენტში "რეალი" გამოჩნდა და აბსოლუტურად ყველაფერი შესთავაზა", - ციტირებს პიკეს სიტყვებს AS.
შეგახსენებთ, "სამეფო კლუბმა" 21 წლის ბრაზილიელი თავდამსხმელი 2018 წლის ზაფხულში "ფლამენგოდან" 45 მილიონ ევროდ იყიდა.