ავტორიზაცია

"როცა პიკემ და სხვებმა 10-ანზე დამიწყეს საუბარი, მე 19 მოვითხოვე", - აგუერომ თავისი არჩევანი ახსნა

"როცა პიკემ და სხვებმა 10-ანზე დამიწყეს საუბარი, მე 19 მოვითხოვე", - აგუერომ თავისი არჩევანი ახსნა
თარიღი 20 Oct 2021, 16:48

"ბარსელონას" თავდამსხმელმა, სერხიო აგუერომ ახსნა, თუ რატომ თქვა უარი კატალონიური გრანდიდან ლიონელ მესის წასვლის შესახებ 10-ნომრიან მაისურზე უარი.

გარდა ამისა, 33 წლის არგენტინელმა სუპერვარსკვლავმა იმის შესახებაც გააკეთა კომენტარი, რატომ შეაჩერა არჩევანი 19 ნომერზე.

"ეს არის ნომერი, რომლითაც 20-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატზე ვთამაშობდი. ამ ნომრით ვვასპარეზობდი ეროვნულ გუნდშიც. ლეოს "ათიანი" ჰქონდა. როცა პიკემ და "ბარსას" სხვა წევრებმა ამ ნომეტზე დამიწყეს საუბარი, მე 19 მოვითხოვე".

"ანსუ ფატის 10-ანი უხდება. ტრავმის შემდეგ შთაგონებული ბრუნდება. ანსუ ახალგაზრდაა, ნიჭი აქვს, რომელიც უნდა დაგვეხმაროს", - ციტირებს აგუეროს სიტყვებს Football Espana.

აქამდე გაკეთებული განცხადების მიხედვით, სერხიომ "ბარსაში" 10-ნომრიანი მაისურის მორგებაზე უარი მესისადმი პატივისცემის გამო თქვა, რომელიც გასულ ზაფხულს უფასოდ "პსჟ"-ში გადავიდა.