"სასტარტოში ადგილის დაბრუნებისთვის უნდა იბრძოლოს", - ტუხელმა ახსნა, თუ რა აკლია ჰავერცს

ლონდონის "ჩელსის" მთავარმა მწვრთნელმა, ტომას ტუხელმა გუნდის ნახევარმცველის, კაი ჰავერცის შესახებ ისაუბრა.
"იმის თაობაზე, თუ რა არ ჰყოფნის, ყველაფერი მარტივადაა: შედეგიანობა აკლია - გოლები და ასისტები", - ციტირებს გერმანელის სპეციალისტის ბრიტანული მედია.
"სასტარტო შემადგენლობაში ადგილის დაბრუნებისთვის უნდა იბრძოლოს და სათამაშო წუთებს მიიღებს".
"ეს შეიძლება ნებისმიერ მომენტში მოხდეს, მისი გვჯერა, დანარჩენი თავად მასზეა დამოკიდებული. სურს გააკეთოს ყველაფერი, რაც ძალუძს".
"კარგ ფორმაშია, კარგ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაშია, იცის, რისთვის იბრძოლოს. ამ დროისთვის, ასეთი სიტუაციაა", - დასძინა ტუხელმა.