ავტორიზაცია

ჟეზუსი: "ბაიერნი მსოფლიოს უძლიერესი გუნდია, მაგრამ პსჟ-ს უკეთესი შემადგენლობა ჰყავს"

ჟეზუსი: "ბაიერნი მსოფლიოს უძლიერესი გუნდია, მაგრამ პსჟ-ს უკეთესი შემადგენლობა ჰყავს"
თარიღი 20 ოქტ 2021, 18:53

ლისაბონის "ბენფიკას" მთავარმა მწვრთნელმა, ჟორჟე ჟეზუსმა ჩემპიონთა ლიგაზე "ბაიერნთან" გასამართი მატჩის წინ განცხადება გააკეთა.

"ვიცით, ვინები არიან ჯგუფში ჩვენი მეტოქეები და ხვალ მოგვიწევს იმ გუნდის წინააღმდეგ თამაში, რომელსაც მსოფლიოში უძლიერესად მიიჩნევენ".

"მეც ასე ვფიქრობ. მაგრამ არა იმიტომ, მას საუკეთესო ფეხბურთელები ყავთ - "პსჟ"-ს უკეთესები ჰყავს, - არამედ იმიტომ, რომ ტექნიკური და ტაქტიკური კავშირი დაბალანსებული აქვთ, ნათ სხვა კლუბებისგან გასხვავებული ხედვები აქვთ დაცვაში და შეტევაში თამაშზე".

"ეს მატჩი 0:0 არ დასრულდება. ბოლომდე დარწმუნებული ვარ, რომ "ბაიერნი" გაიტანს. უგოლო შეხვედრა ჯერ არ ჩაუტარებია. იმ მატჩში, რომელშიც ზოგჯერ ძალიან რთულ სიტუაციაში ვიქნებით, ერთი ქულაც გვეყოფა", - ციტირებს ჟეზუსის სიტყვებს Record.

შეგახსენებთ, ევროპის მთავარი საკლუბო ტურნირის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის ეგიდით, "ბენფიკა" დღეს შინაურ კედლებში "ბაიერნს" უმასპინძლებს, მატჩი სტარტს თბილისის დროით 23:00 საათზე აიღებს.