არსენალის ლეგენდა: "რონალდუ უბრალოდ დგას, რადგან მეტოქის მოტყუებაზე წასვლა აღარ შეუძლია"
"არსენალის" ყოფილმა თავდამსხმელმა, პოლ მერსონმა იმ პრობლემების შესახებ ისაუბრა, რომლებსაც "მანჩესტერ იუნაიტედი" ბოლო მატჩებში წააწყრდა.
"კრიშტიანუ რონალდუ შეტევაში არაფერს აკეთებს. უბრალოდ დგას, რადგან მეტოქის მოტყუებაზე წასვლა აღარ შეუძლია. "იუნაიტედის" თავდამსხმელი თითქოს გააქვავეს, რონალდუს ბურთს მხოლოდ იმის იმედით აწვდიან, რომ იმაზე მეტს გააკეთებს, ვიდრე მისგან ელიან".
"რონალდუსგან მაქსიმუმის მისაღებად, საჯარიმოში უკიდურესად თავისუფალი როლია საჭირო, ხოლო ისეთმა ფეხბურთელებმა, როგორებიც მარკუს რეშფორდი და მეისონ გრინვუდი არიან, მას ის სივრცე უნდა მისცენ, რომელიც სჭირდება. მაგრამ თუ რონალდუს შეტევაში უშვებ, მაშინ უნდა შეეგუო, რომ დაცვაში არ იმუშავებს".
"რონალდუს ვერ დავადანაშაულებდი. პასუხისმგებლობა იმ სისტემის დანერგვაზე, რომელიც კრიშტიანუს თამაშში ჩართავდა, მწვრთნელის კისერზეა".
"რონალდუ თავის საქმეშია საუკეთესო. შესანიშნავ აჩქარებებს აკეთებს, მაგრამ უბრალოდ ვერ ეხმარებიან. ჯეიდონ სანჩო არ აწვდის, გრინვუდს შესვლის გაკეთება უნდა, შემდეგ კი დარტყმა, ბრუნო ფერნანდეშს და პოლ პოგბას ბურთი ცენტრში უჭირავთ".
"რონალდუ უბრალოდ ვერ იღებს პასებს იმ ზონებში, რომლებიდანაც მეტოქეთათვის ზიანის მიყენება შეუძლია", - ციტირებს მერსონის სიტყვებს Sky Sports.
შეგახსენებთ, 36 წლის პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი "ეშმაკუნების" რიგებში გასულ ზაფხულს "იუვენტუსიდან" 60 მილიონი ევროს სანაცვლოდ დაბრუნდა.