არსენალის ლეგენდა: "არ ვარ დარწმუნებული იმაში, რომ სოლსკიაერს რონალდუს ტრანსფერი უნდოდა"
"არსენალის" ყოფილმა თავდამსხმელმა, პოლ მერსონმა "მანჩესტერ იუნაიტედის" ფორვარდ კრიშტიანუ რონალდუს შესახებ ისაუბრა.
"მანჩესტერ იუნაიტედმა" ყველა ეს ფეხბურთელი მიიწვია, ახლა კი ისღა დარჩა თავი ვიმტვრიოთ იმაზე, თუ როგორ ააგებს თამაშს სოლკსიაერი ყველა მათგანის გარშემო".
"დღემდე არ მესმის რონალდუს ტრანსფერის. ხელის გულზე დადებით, იბრძოლებდა "მანჩესტერ იუნაიტედი" მისთვის, კრიშტიანუ "მანჩესტერ სიტისთან" რომ არ დაეკავშირებინათ? აპირებდა რონალდუ "სიტიში" გადასვლას თუ ეს მხოლოდ თამაში იყო "იუნაიტედში" დასაბრუნებლად?".
"100 პროცენტით არ ვარ იმაში დარწმუნებული, რომ სოლსკიაერს "ემიუში" რონალდუს ხილვა უნდოდა. შეიძლება ვცდები, მაგრამ ის, რომ კრიშტიანუმ "ევერტონთან" არ ითამაშა, - ეს არის ყველაფერი, რაც უნდა ვიცოდეთ".
"ვფიქრობ, მან რონალდუს გარეშე თამაშის კარგი შესაძლებლობა დაინახა, შემდეგ კი ძველი სულისკვეთებით გაგრძელება, მაგრამ გუნდმა ეს არ გააკეთა და ყველა უბრალოდ ჭკუიდან შეიშალა. მაგრამ დაამარცხებდნენ ისინი "ევერტონს" რონალდუსთან ერთად?", - ციტირებს მერსონის სიტყვებს Sky Sports.
შეგახსენებთ, 36 წლის პორტუგალიელი "ეშმაკუნების" რიგებში გასულ ზაფხულს "იუვენტუსიდან" 60 მილიონი ევროს სანაცვლოდ დაბრუნდა.