"თაობის საუკეთესო ფეხბურთელია", - პიკემ გაამხილა, თუ ვის აძლევს საკუთარ ხმას ოქროს ბურთისთვის ბრძოლაში
კატალონიის "ბარსელონას" ცენტრალურმა მცველმა, ხერარდ პიკემ "ოქროს ბურთის" შესახებ ისაუბრა.
"ვფიქრობ, "ოქროს ბურთს" აუცილებლად ლეო მესი მოიგებს. ყველამ ვიცით, რომ ლეო ამ თაობის საუკეთესო ფეხბურთელია".
"ამ ჯილდოს გაცემის პარამეტრები იმდენად ბუნდოვანია, რომ ხალხმა უკვე არ იცის, რომ კონკრეტულად ჩვენ ვაფასებთ".
"თუ "ოქროს ბურთს" მოგებული ტიტულებით გავცემთ, ჟორჟინიომ უნდა მოიგოს. მაგრამ თუ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელს ვირჩევთ, მაშინ ლეომ".
"თუ ტიტულებს თამაშის დონითა და სტატისტიკით ვაფასებთ... ამ შემთხვევაშიც ლეომ უნდა გაიმარჯვოს. მესის "ოქროს ბურთი" 7-ზე მეტჯერ უნდა მიეღო", - ციტირებს პიკეს სიტყვებს Eurosport.