ავტორიზაცია

VIDEO: "ლაჩრულად მოიქცა", - ექს-ფეხბურთელები სიმეონეზე, რომელმაც მატჩის შემდეგ კლოპს ხელი არ ჩამოართვა

თარიღი 20 ოქტ 2021, 20:20

"ატლეტიკოს" მთავარმა მწვრთნელმა, დიეგო სიმეონემ "ლივერპულის" თავკაცს, იურგენ კლოპს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-3 ტურის ეგიდით გამართული მატჩის შემდეგ ხელი არ ჩამოართვა.

შეგახსენებთ, აღნიშნული დაპირისპირება მადრიდში, "ვანდა მეტროპოლიტანოზე" გაიმართა და მერსისაიდელთა გამარჯვებით, ანგარიშით 3:2 დასრულდა.

ფინალური სასტვენის შემდეგ არგენტინელი უმალვე გასახდელისკენ გაეშურა, სანამ გერმანელი მისკენ მიემართებოდა.

ყოფილმა ფეხბურთელებმა, პიტერ კრაუჩმა და ჯოლეონ ლესკოტმა, რომლებიც ამჟამად ექსპერტებად მუშაობენ, ამ საქციელის გამო სიმეონე გააკრიტიკეს.

კრაუჩმა თქვა, რომ "ატლეტიკოს" მწვრთნელმა "თავი დაიმცირა", ხოლო როგორც ლესკოტმა თქვა, სიმეონე "ლაჩრულად მოიქცა".