ავტორიზაცია

ითამაშებს თუ არა ჩაკვეტაძე დღევანდელ მატჩში?

ითამაშებს თუ არა ჩაკვეტაძე დღევანდელ მატჩში?
თარიღი 21 ოქტ 2021, 11:35

დღეს, 21 ოქტომბერს, ჩვენი დროით 23:00 საათზე, "გენტი" კონფერენს ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის ფარგლებში "პარტიზანს" ესტუმრება. ისმის კითხვა - იქნება თუ არა გიორგი ჩაკვეტაძე ბელგიელთა რიგებში?

შეგახსენებთ, რომ ქართველ შემტევ ნახევარმცველს ჰქონდა სასუნთქი გზების მწვავე ინფექციის ნიშნები, რის გამოც "ჯვაროსნებისა" და კოსოვოს შეხვედრამ მის გარეშე ჩაიარა.

"ლურჯების" ფლეიმეიქერი უკვე მწყობრშია, ის მოხვდა თავისი გუნდის განაცხადში და ამის გარდა, არც საერთო ჯგუფში სრული დატვირთვით ვარჯიშის პრობლემა არსებობს.

თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, "ბუფალოების" ათიანი სერბებს აუცილებლად შეუტევს, თუმცა საკითხავია, პირდაპირ სასტარტო შემადგენლობიდან თუ შეცვლაზე შემოსვლით.

აქვე დავამატებთ, კონფერენს ლიგის ჯგუფში ჩატარებული ორი ტურის შემდეგ, ლიდერობას 6-6 ქულით სწორედ ჰეინ ვანჰეზებრუკის შეგირდები და "შავ-თეთრები" იყოფენ.

შეიძლება ითქვას, რომ "გენტი" და ალექსანდარ სტანოიევიჩის გუნდი ერთმანეთში პირველი ადგილის საგზურს გაათამაშებენ. პარალელურ შეხვედრაში კი ჩვენთვის კარგად ნაცნობი "ანორთოსისი" "ფლორას" მიიღებს.