კომპონენტი, რომელშიც კვარაცხელია და დავითაშვილი რუსეთის ჩემპიონატის ტოპ-5 საუკეთესო მოთამაშეს შორის არიან
ყაზანის "რუბინისა" და ტულის "არსენალის" შემტევები, ხვიჩა კვარაცხელია და ზურიკო დავითაშვილი რუსეთის პრემიერ ლიგის ტოპ-5 საუკეთესო დრიბლიორებს შორის მოხვდნენ.
კვარაცხელია ერთ შეხვედრაში საშუალოდ 2.2 წარმატებით განხორციელებული დრიბლინგით იკავებს მეორე ადგილს და მასზე წინ არის მხოლოდ მოსკოვის "ცსკა"-ს ვინგერი, ჩიდერა ეჯუკეა.
ნიგერიელი გარემარბის ანგარიშზე ფიქსირდება 3.5 წარმატებით განხორციელებული დრიბლინგი საშუალოდ ერთ მატჩში. რაც შეეხება დავითაშვილს, ის 2-იანი მაჩვენებლით მე-5 ადგილს იკავებს.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის ჩემპიონატის განვლილ ტურში ზურიკომ სანქტ-პეტერბურგის "ზენიტის" კარი აიღო. ხვიჩა ეთამაშებოდა თავის ყოფილ გუნდს, მოსკოვის "ლოკომოტივს", რომელთანაც ჩვეული აქტიურობით გამოიჩინა თავი.
"კვარაცხელიას და სლუცკის ურთიერთობაში არეულობაა", - რუსული პრესა ხვიჩაზე წერს