"მასზე ხშირად ვსაუბრობთ და ვნახოთ, რა იქნება", - ტუხელმა ჰოლანდისადმი ჩელსის ინტერესი დაადასტურა
"ჩელსის" მთავარმა მწვრთნელმა, ტომას ტუხელმა "დორტმუნდის" თავდამსხმელ ერლინგ ჰოლანდისადმი ინტერესი დაადასტურა.
"ჰოლანდზე რამდენჯერმე ვისაუბრეთ, მათ შორის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროსაც. მაგრამ მაშინ ეს აბსოლუტურად არარეალური და შეუძლებელი ჩანდა".
"მასზე ხშირად ვლაპარაკობთ, რა თქმა უნდა იმიტომ, რომ ფანტასტიკური ფეხბურთელია და წამყვანი ფიგურა "დორტმუნდში", ჩემპიონთა ლიგაზე ჩვენი დიდი კონკურენტის რიგებში", - თქვა ტუხელმა SportBild-თან საუბრისას.
გერმანელმა სპეციალისტმა იმის შესახებაც ისაუბრა, შესაძლებელია თუ არა მომავალ ზაფხულს ნორვეგიელის ტრანსფერის გაჩარხვა, მიუხედავად "ჩელსიში" ფორვარდ რომელუ ლუკაკუს გადასვლისა.
"მხედველობაში გაქვთ სქემა რამდენიმე თავდამსხმელთან, ლუკაკუსთან და ჰოლანდთან ერთად? ამის განხილვა შეიძლება!".
"არა მგონია, რომ აქამდე ამას სერიოზულად განიხილავდნენ, მაგრამ ვნახოთ, რა მოხდება მომდევნო რამდენიმე კვირის მანძილზე", - დასძინა ტუხელმა.