ბარსელონას ოლმოსთვის ბრძოლაში პრემიერ ლიგიდან სერიოზული კონკურენტები გამოუჩნდა

"ლაიფციგის" შემტევმა ნახევარმცველმა, დანი ოლმომ კარიერა შესაძლოა ინგლისის ჩემპიონატში გააგრძელოს.
როგორც ცნობილი გერმანული გამოცემა Bild-ის ჟურნალისტი, კრისტიან ფალკი იტყობინება, 23 წლის ესპანელით "მანჩესტერ იუნაიტედი" და "მანჩესტერ სიტი" ინტერესდებიან.
"ეშმაკუნების" სკაუტებმა რამდენიმე მატჩში მიადევნეს თვალყური ოლმოს თამაშს.
აღინიშნება, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელის ერთ-ერთ მანჩესტერულ კლუბში ტრანსფერი შესაძლებელია, თუ დაინტერესებული "ბარსელონა" მის სანაცვლოდ მოთხოვნილი თანხის გადახდას ვერ შეძლებს.
ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს "ბლაუგრანა" და ოლმო 5-წლიან კონტრაქტზე შეთანხმდნენ და თანამშრომლობით დღემდე დაინტერესებულები არიან.