ავტორიზაცია

"იუვენტუსი რონალდუს წასვლის შემდეგ უფრო გუნდურ ფეხბურთს თამაშობს", - ბონუჩიმ მიზეზი განმარტა

"იუვენტუსი რონალდუს წასვლის შემდეგ უფრო გუნდურ ფეხბურთს თამაშობს", - ბონუჩიმ მიზეზი განმარტა
თარიღი 21 ოქტ 2021, 22:01

"იუვენტუსის" მცველმა, ლეონარდო ბონუჩიმ ჩემპიონთა ლიგაზე "ზენიტთან" (1:0) გამართული მატჩის შემდეგ ფორვარდ კრიშტიანუ რონალდუს გარეშე დარჩენილი "ბიანკონერის" სათამაშო სტილის შესახებ ისაუბრა.

"რთული მატჩი იყო. "ზენიტი" როგორც კი ბურთს კარგავდა, უმალვე ყველა თავისუფალ სივრცეს ხურავდა", - ციტირებს იტალიელი უკანახაზელის სიტყვებს უეფას ოფიციალური საიტი.

"მთელმა გუნდმა დაიმსახურა ეს გამარჯვება, კვლავ აღმოვაჩინეთ ტანჯვისა და გაძლების სურვილი, ეს კი ყველაზე მნიშვნელოვანია".

"ვფიქრობ, ახლა უფრო გუნდურ ფეხბურთს ვთამაშობთ. ახლო წარსულში ეს თვისება დავკარგეთ, ისეთ დიდებულ ჩემპიონთან ერთად ვთამაშობდით, როგორიც რონალდუა და გვინდოდა მას წარმატების მიღწევაში დავხმარებოდით. ვფიქრობდით, რომ ყველა მატჩის ბედის გადაწყვეტას შეძლებდა".

"ამ წელს ჩვენ ხელახლა ვიპოვით გამარჯვებებისთვის საჭირო ჭეშმარიტ თავმდაბლობას", - დასძინა ბონუჩიმ.