ავტორიზაცია

"მე ოჯახზე ვიზრუნებ, ბო*ებზე კი თვითონ ცხოვრება იზრუნებს", - ვანდა ნარა და იკარდი შერიგდნენ

"მე ოჯახზე ვიზრუნებ, ბო*ებზე კი თვითონ ცხოვრება იზრუნებს", - ვანდა ნარა და იკარდი შერიგდნენ
თარიღი 21 Oct 2021, 22:21

როგორც ჩანს, "პსჟ"-ს თავდამსხმელის, მაურო იკარდის ცოლი და აგენტი, ვანდა ნარა მეუღლეს შეურიგდა.

აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, წყვილი ერთმანეთს არგენტინელი ფეხბურთელის მხრიდან ღალატის გამო დაშორდა - მაურო 29 წლის არგენტინელ მოდელ და მსახიობ მარია ევგენია სუარესთან გამოიჭირეს.

კონფლიქტის შემდეგ პირველად, ვანდამ სოციალურ ქსელში ქმართან ერთად გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა.

"მე ჩემს ოჯახზე ვიზრუნებ. ბო*ებზე თვითონ ცხოვრება იზრუნებს", - წერს ნარა.

ცნობისთვის, იკარდიმ მომხდარის შემდეგ ინსტაგრამზე ყველა გამოწერა გააუქმა, გარდა ვანდას გვერდისა.