ავტორიზაცია

"ამჟამად ბარსას გაწვრთნა ადვილი არ არის, კუმანი კარგად უმკლავდება", - ანჩელოტი კლასიკოს წინ

"ამჟამად ბარსას გაწვრთნა ადვილი არ არის, კუმანი კარგად უმკლავდება", - ანჩელოტი კლასიკოს წინ
თარიღი 22 ოქტ 2021, 00:06

"რეალის" მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ "ბარსელონას" თავკაცის, რონალდ კუმანის შესახებ ისაუბრა.

– რას ფიქრობთ რონალდ კუმანზე?

"კარგი მწვრთნელია. "ევერტონში" მის შემდეგ მივედი და კლუბში რონალდს ყველამ მაღალი შეფასება მისცა".

"მას კარგად არ ვიცნობ, მაგრამ თავის გუნდებზე დადებითად მოქმედებს. იგივეს თქმა შეიძლება იმაზეც, რაც "ბარსელონაში" გააკეთა და აკეთებს".

"ვფიქრობ, ახლა "ბარსას" გაწვრთნა ადვილი არ არის. კლუბი იცვლება... ჩემი აზრით, კუმანი ამას კარგად უმკლავდება", - ციტირებს ანჩელოტის სიტყვებს AS.

შეგახსენებთ, "რეალი" კვირას, 24 ოქტომბერს, "ბარსელონას" დაუპირისპირდება. მატჩი "კამპ ნოუზე" გაიმართება და სტარტს თბილისის დროით 18:15 საათზე აიღებს.