ჰოლანდი, რომლის შეძენაც 6 ტოპ-კლუბს სურს, არაამქვეყნიურ ხელფასს ითხოვს — ESPN
ცნობილი გახდა "დორტმუნდის" თავდამსხმელის, ერლინგ ჰოლანდის ფინანსური მოთხოვნები მისით დაინტერესებული კლუბებისთვის.
ახალ გუნდში 21 წლის ნორვეგიელს, გავლენიანი გამოცემა ESPN-ს ცნობით, წელიწადში არანაკლებ 30 მილიონი ფუნტის გამომუშავება სურს. ფეხბურთელის წარმომადგენლებმა დაინტერესებულ მხარეებს აცნობეს, რომ ჰოლანდი კვირაში 500 ათასზე მეტის მიღებას გეგმავს.
ფორვარდისთვის "მანჩესტერ იუნაიტედი", "მანჩესტერ სიტი", "ჩელსი", "რეალი", "ბაიერნი" და "პსჟ" იბრძვიან.
ამ სეზონის ბოლოს ჰოლანდის კონტრაქტში გამოსასყიდი თანხის პუნქტი ამოქმედდება, რომელიც 75 მილიონ ევროს შეადგენს. როგორც აღინიშნება, ტრანსფერის საერთო ღირებულება მნიშვნელოვნად დიდი იქნება შუამავლური ხარჯების გამო.
მიმდინარე სეზონში ჰოლანდმა ყველა ტურნირზე ერთად "დორტმუნდის" მაისურით 10 მატჩი ჩაატარა, 13 გოლი გაიტანა და 4 ასისტი მიითვალა.