ავტორიზაცია

"სალაჰი მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშე არ არის", - ანრიმ სხვა ორი ფეხბურთელი გამოარჩია

"სალაჰი მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშე არ არის", - ანრიმ სხვა ორი ფეხბურთელი გამოარჩია
თარიღი 22 Oct 2021, 00:45

საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა, ტიერი ანრიმ განაცხადა, რომ "ლივერპულის" ფორვარდს, მოჰამედ სალაჰს მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად არ მიიჩნევს.

– თვლით თუ არა სალაჰს მსოფლიოში საუკეთესოდ?

"ჯერ არა. ძალიან კარგი გოლები გააქვს. მაგრამ როგორ შეიძლება ლევანდოვსკის დავიწყება? როგორ შეიძლება ბენზემას დავიწყება? როგორ შეიძლება სანაკრებო მატჩების დავიწყება? ახლა სალაჰს ეგვიპტის ნაკრებში პრობლემები აქვს. ეს ადვილი არ არის".

"თუმცა, მის მიერ გატანილი გოლები წარმოუდგენელია. სალაჰს პატივს ვცემ, მაგრამ საუკეთესო ჯერ არ არის".

"არის თუ არა საუკეთესო პრემიერ ლიგაში? დიახ. მაგრამ მოჰამედის ბენზემაზე მაღლა დაყენება, ამ უკანასკნელის ამჟამინდელი ფორმის გათვალისწინებით? ასისტებს აკეთებს და იტანს, აგრეთვე ევროპის ჩემპიონატსა და ერთა ლიგაზე საფრანგეთის ნაკრებში ითამაშა", - თქვა ანრიმ CBS Sport-თან ეთერში.

მიმდინარე სეზონში "ლივერპულის" ფორვარდმა პრემიერ ლიგის 8 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 7 გოლი გაიტანა და 4 საგოლე პასი გააკეთა.