ავტორიზაცია

"ეს მარცხი ბიჭებისთვის უფრო მტკივნეულია, ვიდრე ჩემთვის", - მოურინიო 1:6 განადგურების შემდეგ

"ეს მარცხი ბიჭებისთვის უფრო მტკივნეულია, ვიდრე ჩემთვის", - მოურინიო 1:6 განადგურების შემდეგ
თარიღი 22 Oct 2021, 00:53

"რომას" მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ კონფერენს ლიგის ჯგუფურ ეტაპზე "ბოდო გლიმტთან" (1:6) განცდილ გამანადგურებელ მარცხზე განცხადება გააკეთა.

"რა თქმა უნდა, გადაწყვეტილებები კარგი განზრახვით მივიღე. ერთის მხრივ, მინდოდა, რომ ფეხბურთელები, რომლებიც ბევრს მუშაობენ და არცთუ ისე ბევრს თამაშობენ, მოედანზე გასულიყვნენ".

"სხვა მხრივ, ჩვენი შემადგენლობის გათვალისწინებით, აგრეთვე ჩასატარებელი მატჩების მიხედვით, მინდოდა დამესვენებინა ისინი, ვინც რეგულარულად თამაშობს. ხელოვნურ მოედანზე ასეთ კლიმატურ პირობებში გასამართი მატჩის წინ, ბევრი მოთამაშის დასვენება გადავწყვიტე".

– იცით, რომ თქვენს გუნდებს აქამდე არასოდეს გაუშვიათ 6 გოლი?

"დიახ, ვიცი, მაგრამ ჩემი გრძნობები - პრობლემა ეს არ არის. ასეთი მარცხი, 6 გაშვებული ბურთით, არ არის ჩემთვის იმდენად მტკივნეული, რამდენადაც ბიჭებისთვის".

"გასახდელში ვისაუბრეთ. ვეცდები ნათქვამი საიდუმლოდ შევინახო და ამას არ გავასაჯაროვებ", - ციტირებს "რომას" ოფიციალური საიტი პორტუგალიელი სპეციალისტის სიტყვებს.