ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე ვან დე ბეკი მანჩესტერ იუნაიტედს დატოვებს — ფაბრიციო რომანო
"მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველი, დონი ვან დე ბეკი, დიდი ალბათობით, ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე კლუბს დატოვებს.
როგორც გავლენიანი ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო იტყობინება, იანვარში 24 წლის ჰოლანდიელის სხვა კლუბში გადასვლის ალბათობა საკმაოდ მაღალია.
გავრცელებული ინფორმაციით, ვან დე ბეკის "აიაქსის" რიგებში დაბრუნებაზე საუბარი არ მიდის - დონი სწორედ ამსტერდამელთა რიგებიდან შეუერთდა "ეშმაკუნებს" 2020 წლის ზაფხულში.
მიმდინარე სეზონში ვან დე ბეკმა პრემიერ ლიგის მხოლოდ ერთ მატჩში მიიღო მონაწილეობა - მე-6 ტურის ეგიდით, "ნიუკასლთან" (4:1) გამართულ შეხვედრაში მან მოედანზე 6 წუთი გაატარა.
ცნობისთვის, მოქმედი ხელშეკრულების ვადა ჰოლანდიელ ნახევარმცველს მანიკუნიანელებთან 2025 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს.