ტრანსფერის შანსები კიდევ უფრო გაიზარდა — სტერლინგს ბარსელონაში გადასვლა ძალიან უნდა
"მანჩესტერ სიტის" თავდამსხმელი, რაჰიმ სტერლინგი ზამთრის სატრანსფერო ბაზარზე შესაძლოა "ბარსელონაში" გადავიდეს.
როგორც ცნობილი ესპანური გამოცემა Diario Sport იტყობინება, ინგლისელი იანვრისთვის "ლურჯ-ბროწეულისფერთა" მთავარი სამიზნეა. "ქალაქელებთან" გარიგება შესაძლოა იჯარის სახით გაფორმდეს, სეზონის ბოლოს კონტრაქტის შესყიდვის ვალდებულებით.
აღინიშნება, რომ 26 წლის ფეხბურთელს კარიერის "ბარსელონაში" გაგრძელება ძალიან უნდა.
გარდა ამისა, "ბარსაში" სტერლინგის შესაძლო ტრანსფერი ფრანგი გარემარბის, უსმან დემბელეს მომავალთანაა დაკავშირებული. ამ დროისთვის, ეს უკანასკნელი კლუბთან ახალი კონტრაქტის გაფორმებაზე უარს ამბობს. მოქმედი კონტრაქტის ვადა მას კლუბთან 2022 წლის ზაფხულში ეწურება.
აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, "მანჩესტერ სიტის" სტერლინგის სანაცვლოდ 80 მილიონი ევროს მიღება სურს.
მიმდინარე სეზონში რაჰიმმა ყველა ტურნირზე ერთად 12 მატჩი ჩაატარა, 1 გოლი გაიტანა და 2 შედეგიანი პასი გააკეთა.