ავტორიზაცია

სიტი დიდ თანხას ითხოვს, ბარსელონას სტერლინგის ტრანსფერის გაჩარხვა გაუჭირდება — MARCA

სიტი დიდ თანხას ითხოვს, ბარსელონას სტერლინგის ტრანსფერის გაჩარხვა გაუჭირდება — MARCA
თარიღი 19 Oct 2021, 00:51

"მანჩესტერ სიტის" გარემარბი, რაჰიმ სტერლინგი "ბარსელონას" პრიორიტეტული სატრანსფერო სამიზნეა.

მიუხედავად ამისა, როგორც ავტორიტეტული ესპანური გამოცემა Marca იტყობინება, "ბლაუგრანას" 26 წლის ინგლისელის ტრანსფერის გაჩარხვა გაუჭირდება.

ეს "ქალაქელთა" მაღალ მოთხოვნებს უკავშირდება - ინგლისური კლუბი 80 მილიონ ევროს (დაახლოებით 68 მლნ ფუნტი) ითხოვს.

აქამდე გავრცელებული ცნობით, რაჰიმ სტერლინგის დამატებაზე მას შემდეგ დაფიქრდა, რაც გუნდის თავდამსხმელს, უსმან დემბელეს ახალ კონტრაქტზე ვერ უთანხმდება.

24 წლის ფრანგის ახალი ხელშეკრულების საკითხში პროგრესი არ შეიმჩნევა, ფრანგის აგენტი კი მოლაპარაკებებს აჭიანურებს.

აღინიშნება, რომ დემბელეს აგენტი თავის კლიენტს სხვადასხვა ევროპულ კლუბს სთავაზობს. იგი "მანჩესტერ იუნაიტედის", "ლივერპულისა" და "ჩელსის" წარმომადგენლებს ესაუბრა.

გამოსარჩევია შემდეგი ფაქტიც - სტერლინგმა რამდენიმე დღის წინ თქვა: "დამატებითი სათამაშო პრაქტიკისთვის სადმე გადასვლის შესაძლებლობა რომ მქონდეს, მის განსახილველად მზად ვიქნებოდი".

რაჰიმს "მანჩესტერ სიტისთან" მოქმედი ხელშეკრულების ვადა 2023 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს და Transfermarkt-ის ვერსიით, მისი სატრანსფერო ფასი 90 მილიონ ევროს შეადგენს.