ავტორიზაცია

დემბელეს კონტრაქტი — მიზეზი, რის გამოც სტერლინგის ბარსელონაში ტრანსფერის შანსები იზრდება

დემბელეს კონტრაქტი — მიზეზი, რის გამოც სტერლინგის ბარსელონაში ტრანსფერის შანსები იზრდება
თარიღი 17 ოქტ 2021, 14:31

"ბარსელონა" გარემარბ უსმან დემბელესთან ახალ კონტრაქტზე მიმდინარე მოლაპარაკებებში სირთულეებს წააწყდა.

24 წლის ფრანგის მომავალთან დაკავშირებული პრობლემების ფონზე, კატალონიური გრანდი "მანჩესტერ სიტის" თავდამსხმელ რაჰიმ სტერლინგის დამატებაზე ფიქრობს.

როგორც ავტორიტეტული ესპანური გამოცემა Mundo Deportivo იტყობინება, "ლურჯ-ბროწეულისფრებმა" 26 წლის ინგლისელი შესაძლოა იანვარში დაიმატონ, რადგან დემბელეს ახალი ხელშეკრულების საკითხში პროგრესი არ შეიმჩნევა, ფრანგის აგენტი კი მოლაპარაკებებს აჭიანურებს.

ასე და ამგვარად, სტერლინგის ტრანსფერი შესაძლებელია, თუ უსმანი ზამთრამდე "ბარსასთან" კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს.

აღინიშნება, რომ დემბელეს აგენტი თავის კლიენტს სხვადასხვა ევროპულ კლუბს სთავაზობს. იგი "მანჩესტერ იუნაიტედის", "ლივერპულისა" და "ჩელსის" წარმომადგენლებს ესაუბრა.