ავტორიზაცია

მაურო იკარდი ვარჯიშს დაუბრუნდა — არგენტინელი ფორვარდი პსჟ-ს ბაზაზე ვანდა ნარამ მიიყვანა

მაურო იკარდი ვარჯიშს დაუბრუნდა — არგენტინელი ფორვარდი პსჟ-ს ბაზაზე ვანდა ნარამ მიიყვანა
თარიღი 22 ოქტ 2021, 11:10

"პსჟ"-ს თავდამსხმელმა, მაურო იკარდიმ გუნდთან ერთად ვარჯიში განაახლა, წერს ცნობილი ფრანგული გამოცემა RMC Sport.

მოგეხსენებათ, აქამდე, ოჯახური პრობლემების გამო, 28 წლის არგენტინელმა კლუბის ნებართვით რამდენიმე სესია გამოტოვა.

აქტიურად იწერებოდა, რომ იკარდი ცოლს შორდებოდა - მაურომ ვანდა ნარას, რომელიც აგრეთვე მისი აგენტიცაა, 29 წლის არგენტინელ მოდელ და მსახიობ მარია ევგენია სუარესთან უღალატა.

თუმცა, როგორც ჩანს, წყვილი შერიგდა. გუშინდელ ვარჯიშზე იკარდი "პსჟ"-ს ბაზაზე სწორედ ვანდამ მიიყვანა.

ცნობისთვის, იკარდი და ვანდა ნარა ოფიციალურად ერთად 2014 წლიდან არიან. ვანდა იკარდიმდე მაქსი ლოპესის მეუღლე იყო, რომელთანაც მაურო მეგობრობდა და სწორედ ასე დაიწყო მათი ურთიერთობა.