ავტორიზაცია

"მესი მესია, მაგრამ შეიძლება 20-30 წუთი გაქრეს, მბაპეა პსჟ-ში საუკეთესო", - პარიზელთა ექს-ფეხბურთელი

"მესი მესია, მაგრამ შეიძლება 20-30 წუთი გაქრეს, მბაპეა პსჟ-ში საუკეთესო", - პარიზელთა ექს-ფეხბურთელი
თარიღი 22 Oct 2021, 11:35

"პსჟ"-ს ყოფილმა ფეხბურთელმა, ჟერომ როტენმა პარიზელთა თავდამსხმელ კილიან მბაპეს გარშემო არსებულ სიტუაციაზე ისაუბრა, რომელმაც 2022 წლის ზაფხულში შესაძლოა კლუბი უფასოდ დატოვოს.

"საქმე არა მხოლოდ ფეხბურთელის ასაკში, არამედ კლუბის უნარშიცაა, იყოს ამ მოთამაშის შესაფერისი. საქმე მხოლოდ სახელში არ არის. მბაპე დღეს "პსჟ"-ს საუკეთესო ფეხბურთელია, ის ქმნის განსხვავებას და გუნდისთვის მნიშვნელოვან მატჩებს იგებს. პროექტი მასზეა აგებული".

"პსჟ"-მ მბაპესა და მის გარშემომყოფებს უნდა აჩვენოს, რომ პროექტი მის გარშემო ტრიალებს და არა სხვა ფეხბურთელების გარშემო. რა თქმა უნდა, მესი მესია, მაგრამ ახლა ვხედავთ, რომ შეიძლება 20-30 წუთი გაქრეს".

"არ ვარ დარწმუნებული, რომ "პსჟ" მბაპეს შენარჩუნებას მოახერხებს. ვიცით, ახალი კონტრაქტი გაფორმებული არ არის, კილიანის მომავალი კი, ალბათ, "რეალს" უკავშირდება. ეს დიდი ხარვეზია", - თქვა როტენმა RMC-სთან ინტერვიუში.

ცნობისთვის, მოქმედი ხელშეკრულების ვადა 22 წლის ფრანგ სუპერვარსკვლავს "პსჟ"-სთან მომავალ ზაფხულს ეწურება და თავისუფალი აგენტი ხდება.