მორიგი ტრავმა - ერლინგ ჰოლანდი ისევ დაშავდა

დორტმუნდის „ბორუსიას“ მთავარმა მწვრთნელმა, მარკო როზემ დასძინა, რომ თავდამსხმელი ერლინგ ჰოლანდი ბარძაყის ტრავმის გამო გარკვეულ პერიოდს გამოტოვებს.
„ჰოლანდი „არმინიასთან“ ვერ ითამაშებს. ის ბარძაყის ტრავმის გამო რამდენიმე კვირა ვერ დაგვეხმარება.“ - ციტირებს როზეს სიტყვებს „ფუტკრების“ პრესსამსახური.
შეგახსენებთ, რომ 16 ოქტომბერს ბუნდესლიგის მერვე ტურში „ბორუსიამ“ „სიგნალ იდუნა პარკზე“ „მაინცს“ 3:1 მოუგო.
ამ შეხვედრაში ჰოლანდმა დუბლი მიითვალა, ეს იყო მისი პირველი მატჩი თითქმის ერთთვიანი ტრავმის შემდეგ.