"მოედანზე არანაირი განსხვავება არ არის", - ინტერის გენდირექტორმა ლუკაკუს ჩელსიში წასვლის მიზეზი დაასახელა
„ინტერის“ გენერალურმა დირექტორმა, ჯუზეპე მაროტამ, გასულ ზაფხულს რომელუ ლუკაკუს „ინტერში“ გაყიდვა შეაფასა.
2021 წლის ზაფხულში ბელგიელი ფორვარდი „სტემფორდ ბრიჯზე“ 7-წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა.
„ლუკაკუ 115 მილიონ ევროდ გავყიდეთ, ჯეკო კი უფასოდ წავიყვანეთ. მოედანზე არანაირი განსხვავება არ არის. ლუკაკუ ორმაგი ხელფასის გამო წავიდა.
იტალიაში უბრალოდ არ არის ის თანხები, რომელსაც მას სთავაზობდნენ. ახლა ასეთი დიდი ფულის გადახდა არ შეგვიძლია. მეტიც, წელს ლუკაკუს 75 მილიონ ევროდ ყიდვის უფლებას თავს ვეღარ მივცემდით.
ამჟამად გვიწევს ხარჯების შემცირება და ფულს გაცილებით წერტილოვნად ვხარჯავთ.“ - ციტირებს მაროტას სიტყვებს Corriere della Sera.