"მე ყოველთვის კრიშტიანუს მხარეს ვიქნები", - სოლსკიაერმა კლოპს უპასუხა, რომელმაც სალაჰს მსოფლიოს საუკეთესო უწოდა
„მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარმა მწვრთნელმა, ოლე-გუნარ სოლსკიაერმა, „ლივერპულის“ სპეციალისტის, იურგენ კლოპის სიტყვებზე ისაუბრა.
გერმანელმა რამდენიმე დღის წინ თავის შეგირდს, მოჰამედ სალაჰს მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი უწოდა და ამჟამინდელი ფორმით კრიშტიანუ რონალდუსა და ლეო მესიზე მაღლა დააყენა.
„მე ყოველთვის კრიშტიანუს მხარეზე ვიქნები, ის უნიკალურია. მისი ბომბარდირული რეკორდები წარმოუდგენელია, მაგრამ სალაჰი ახლა მართლაც შესანიშნავ ფორმაშია. თქვენ თავადაც იხილეთ მისი ბოლოდროინდელი გოლები.
მის წინააღმდეგ მაქსიმალურად კარგად უნდა ვითამაშოთ. უნდა დავტკბეთ ასეთი ფეხბურთელების თამაშით, მაგრამ არა უახლოეს მატჩში.
დიდი სამუშაოს შესრულება მოგვიწევს არამარტო სალაჰის, არამედ სხვა ფეხბურთელების მიმართაც. მათი შემტევი ტრიოს, მანე - ფირმინო - ჟოტას დიდი თავყვანისმცემელიც ვარ.
ასეთ ფეხბურთელებთან კონცენტრაცია არ უნდა დავკარგოთ, მხოლოდ ასეთ შევძლებთ საკუთარი კარის მშრალად შენახვა.“ - ციტირებს სოლსკიაერის სიტყვებს Mirror.
პრემიერ ლიგის მე-9 ტურის მატჩი „მანჩესტერ იუნაიტედი“ – „ლივერპული“ „ოლდ ტრაფორდზე“ ზეგ, 24 ოქტომბერს, 19:30 საათზე დაიწყება.