ავტორიზაცია

"ნამდვილად არ ველოდი", - რონალდინიომ მესისთან და ნეიმართან შეხვედრაზე ისაუბრა

"ნამდვილად არ ველოდი", - რონალდინიომ მესისთან და ნეიმართან შეხვედრაზე ისაუბრა
თარიღი 22 ოქტ 2021, 19:04

„პსჟ-ს“ ექს-შემტევმა ლეგენდარულმა რონალდინიომ, „ლაიპციგთან“ მატჩის წინ ლეო მესისთან და ნეიმართან შეხვედრაზე ისაუბრა.

„მათი ნახვა ძალიან სასიამოვნო იყო. ვიცი, რომ ისინი ერთმანეთს შესანიშნავად უგებენ და ჩემთვის ეს სასიხარულო შეხვედრა იყო.

ბრაზილიაში ყველამ იცის, რად ღირს ნეიმარი, თუმცა ზოგჯერ მას რთული მომენტებიც აქვს. როცა ლეო „ბარსელონაში“ გამოჩნდა, მის თვისებებზე ბევრს ლაპარაკობდნენ, მე კი პირადად ვხედავდი რა შეეძლო მას, როცა ერთად ვვარჯიშობდით.

ნამდვილად არ მეგონა, რომ მესი „პსჟ-ში“ აღმოჩნდებოდა. რა თქმა უნდა, მათ შეუძლიათ ჩემპიონთა ლიგის მოგებაზე ფიქრი. როცა გუნდში ასეთი ფეხბურთელები არიან შეკრებილნი, შეუძლებელია არ იფიქრო, რომ წინ რაღაც მნიშვნელოვანი გელის.“ - აღნიშნა რონალდინიომ Le Parisien-თან საუბარში.