ავტორიზაცია

მოურინიოს კოშმარი: როგორ გადაფარეს ნორვეგიელმა მოზარდებმა გვარდიოლას ბარსელონას მიღწევა?

მოურინიოს კოშმარი: როგორ გადაფარეს ნორვეგიელმა მოზარდებმა გვარდიოლას ბარსელონას მიღწევა?
თარიღი 23 Oct 2021, 00:11

როგორც მოგეხსენებათ, კონფერენს ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში "რომა" სენსაციურად განადგურდა "ბოდო გლიმტთან", ანგარიშით 1:6. ჟოზე მოურინიოს სამწვრთნელო კარიერაში კი ახალი ანტი-რეკორდი დაფიქსირდა.

საქმე ისაა, რომ პორტუგალიელი დამრიგებლის მიერ დამოძღვრილ გუნდს ექვსი გოლი არასდროს გაუშვია. ყველაზე ცუდ შედეგად აქამდე ითვლებოდა ხუთი ბურთი, რომელიც მისმა მადრიდის "რეალმა" 2010 წელს "ბარსასგან" გაუშვა.

როგორც ვხედავთ, დაბალბიუჯეტიანმა და მოკრძალებულმა ნორვეგიულმა კლუბმა "მგლების" თავკაცის კოშმარებში კატალონიელებზე მასშტაბური კვალი დატოვეს.

აქვე დავამატებთ, რომ "ჯალოროსის" განადგურება მოხდა 22 ოქტომბერს, ამავე დღეს, რამდენიმე წლის წინ, მიუნხენის "ბაიერნმა" ჩემპიონთა ლიგაზე იტალიელებს 1:7 აგემა.