ავტორიზაცია

რას ვუყუროთ დღეს? - ის, რაც ხვალინდელი საფეხბურთო დღესასწაულის პროგრამაში ვერ მოხვდა

რას ვუყუროთ დღეს? - ის, რაც ხვალინდელი საფეხბურთო დღესასწაულის პროგრამაში ვერ მოხვდა
თარიღი 23 ოქტ 2021, 10:19

საფეხბურთო დღეს გახსნის ლონდონის "ჩელსი", რომელიც "ნორვიჩ სიტის" უმასპინძლებს. აღსანიშნავია, რომ "არისტოკრატებმა" ტრავმის გამო რამდენიმე კვირით რომელუ ლუკაკუ დაკარგეს.

ბრძოლაში მოგვიანებით ჩაერთვება "მანჩესტერ სიტიც", რომელიც "ბრაიტონ ალბიონს" ესტუმრება. "თოლიები" პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონის მთავარი აღმოჩენის სტატუსს ინარჩუნებენ.

ლა ლიგაში ვიხილავთ "ვალენსია" - "რეალ მალიორკას" შეხვედრას, რომელიც სამწუხაროდ, დიდი ალბათობით გიორგი მამარდაშვილის მონაწილეობის გარეშე ჩაივლის.

სერია ა-ში ასპარეზზე გამოვა "მილანი", "ბოლონიასთან" გასვლითი მატჩით. ბუნდესლიგაში კი ითამაშებს როგორც მიუნხენის "ბაიერნი", ისე დორტმუნდის "ბორუსიაც". უიკ-ენდის მთავარი დაპირისპირებები გაიმართება ხვალ, 24 ოქტომბერს.

15:30 - ჩელსი-ნორვიჩი

16:00 - ვალენსია-მალიორკა

17:30 - ბაიერნი-ჰოფენჰაიმი

17:30 - არმინია-დორტმუნდი

20:30 - ბრაიტონი-მან სიტი

22:45 - ბოლონია-მილანი