ავტორიზაცია

ტურინის მახლობლად დიბალას ვილა გაქურდეს — რა წაიღეს არგენტინელი ფორვარდის სახლიდან?

ტურინის მახლობლად დიბალას ვილა გაქურდეს — რა წაიღეს არგენტინელი ფორვარდის სახლიდან?
თარიღი 23 ოქტ 2021, 15:42

კრიმინალებმა "იუვენტუსის" თავდამსხმელის, პაულო დიბალას სახლი მაშინ გაქურდეს, როცა არგენტინელი შინ არ იმყოფებოდა.

სამშაბათს ღამით, ქურდებმა პირველი სართულის ფანჯარა ჩაამტვრიეს და ტურინის მახლობლად მდებარე ვილაში შევიდნენ.

ეჭვმიტანილები დაცვამ შენიშნა, რომელიც ტერიტორიას აკვირდებოდა. მან მოძრავი ადამიანები აღმოაჩინა და განგაში ატეხა.

ზარალის ოდენობა ჯერჯერობით უცნობია. როგორც ამბობენ, ქურდებმა 27 წლის არგენტინელს საათების კოლექცია მოპარეს.

მოგეხსენებათ, "იუვენტუსმა" ოთხშაბათს ჩემპიონთა ლიგაზე "ზენიტი" (1:0) დაამარცხა. დიბალა ტრავმის გამო გუნდს სანქტ-პეტერბურგში არ გაჰყოლია.