პუიოლი: "პიკე ჩემთვის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრალური მცველია"

"ბარსელონას" ყოფილმა ფეხბურთელმა, კარლეს პუიოლმა გუნდის ცენტრალური მცველის, ხერარდ პიკეს შესახებ ისაუბრა.
"სინამდვილეში, მე და ხერარდმა ძალიან სწრაფად ვიპოვეთ კონტაქტი - ჯერ მოედნის ფარგლებს გარეთ, შემდეგ კი მინდორზე. ძალიან ადვილი იყო მასთან ერთად თამაში".
"ხერარდი მაღალი დონის ფეხბურთელია, რომელიც ძალიან კარგად იცნობდა "ბარსელონას" თამაშს, რადგან "ლა მასიის" აღზრდილია".
"ჩემთვის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრალური მცველია", - დასძინა პუიოლმა AS-თან საუბრისას.
შეგახსენებთ, კატალონიური გრანდის ლეგენდარული კაპიტანი 34 წლის პიკესთან ერთად 2008 წლიდან 2014 წლამდე თამაშობდა, შემდეგ კი კარიერა დაასრულა.