"6:2 სანტიაგო ბერნაბეუზე", - პუიოლმა თავისი საყვარელი ელ კლასიკო დაასახელა

"ბარსელონას" ყოფილმა კაპიტანმა, კარლეს პუიოლმა "რეალთან" გასამართი მატჩის წინ თავისი საყვარელი "კლასიკო" გაიხსენა.
"თუ მხოლოდ ერთი მატჩის გამორჩევა შეიძლება, იმას დავასახელებ, რომელიც "სანტიაგო ბერნაბეუზე" ჩვენი გამარჯვებით დასრულდა, ანგარიშით 6:2 - თამაშის, შედეგის და იმის გამო, ამ გამარჯვებამ პრაქტიკულად ტიტული გაგვინაღდა".
"ამასთანავე, გავიტანე და ანგარიში 2:1 გავხადე. ჩემთვის ეს განსაკუთრებული მომენტი იყო - არცთუ ისე ბევრი გამიტანია. მაგრამ "კლასიკოში" გოლი რაღაც განსაკუთრებულია", - თქვა პუიოლმა Marca-სთან ინტერვიუში.
შეგახსენებთ, ის მატჩი 2009 წლის 2 მაისს გაიმართა. "ბარსას" მხრიდან ხერარდ პიკემაც გაიტანა, ტიერი ანრიმ და ლიონელ მესიმ კი მეტოქეს 2-2-ჯერ გაუტანეს. "რეალიდან" გონსალო იგუაინმა და სერხიო რამოსმა გამოიჩინეს თავი.
მომდევნო "ელ კლასიკო" ხვალ, 24 ოქტომბერს, თბილისის დროით 18:15 საათზე აიღებს სტარტს.