"ბენზემა დიდი ხანია მომწონს, მაგრამ ჩემთვის ოქროს ბურთს ერთი გამარჯვებული ჰყავს", - ეტო'ო
„ბარსელონას“ ექს-ფორვარდმა, სამუელ ეტო’ომ, ოქროს ბურთის მოგების მთავარი პრეტენდენტი დაასახელა.
„ჩემთვის, ოქროს ბურთს ყოველთვის ერთი გამარჯვებული ჰყავს - ლეო მესი. ის როგორც ფეხბურთელიც მომწონს და როგორც ადამიანიც.
პირადად ჩემი აზრით, ის ყოველთვის ნომერ პირველია: ის, როგორ ვითარდებოდა ლეო, როგორ მოქმედებდა „ბარსელონაზე“. მესი ჩემ შვილსაც ძალიან უყვარს.
საკმაოდ დიდი ხანია, ბენზემაც ძალიან მომწონს, მაგრამ მე ყოველთვის ლეო მესის მივცემ ხმას, აბსოლუტურად ნებისმიერ გამოკითხვაში.“ - აღნიშნა ეტო’ომ.
ოქროს ბურთის მომავალ გამარჯვებულს ფრანგული გამოცემა „ფრანც ფუტბოლი“ 29 ნოემბერს, სპეციალურად გამართულ ღონისძიებაზე გამოაცხადებს.