ავტორიზაცია

კარგი ამბებიც არის და ცუდიც - რეალის და ბარსელონას განაცხადი კლასიკოსთვის

კარგი ამბებიც არის და ცუდიც - რეალის და ბარსელონას განაცხადი კლასიკოსთვის
თარიღი 23 ოქტ 2021, 23:49

ლა ლიგის მე-10 ტურის ცენტრალურ მატჩში მადრიდის „რეალი“ სტუმრად „ბარსელონას“ დაუპირისპირდება.

ორივე გუნდმა ამ მატჩისთვის განაცხადი დაასახელა.

„რეალის“ განაცხადში 23 ფეხბურთელი მოხვდა.

მეკარეები: კურტუა, ლუნინი, ლოპესი

მცველები: კარვახალი, მილიტაო, ვალეხო, ალაბა, მარსელო, მენდი

ნახევარმცველები: კროოსი, მოდრიჩი, კაზემირო, ვალვერდე, ვასკესი, კამავინგა, ბლანკო, ასენსიო, აზარი

თავდამსხმელები: ბენზემა, ვინისიუსი, როდრიგო, მარიანო.

ეჭვქვეშ იდგა აზარის, კარვახალისა და ბენზემას მონაწილეობა, თუმცა სამივემ მომჯობინება მოასწრო და მატჩში მონაწილეობას მიიღებენ. სამაგიეროდ, ანჩელოტის გუნდს ბეილი, იოვიჩი, მარიანო და სებალოსი ვერ დაეხმარებიან.

ასევე 23-კაციანი განაცხადი დაასახელა რონალდ კუმანმაც, რომელსაც ამ მატჩში პედრი, დემბელე და არაუხო არ ეყოლება.

„ბარსას“ განაცხადი ასე გამოიყურება:

ტერ შტეგენი, დესტი, პიკე, ბუსკეტსი, პუჩი, დეპაი, ფატი, ნეტუ, დემირი, კოუტინიო, ლანგლე, ლუკ დე იონგი, ჟორდი ალბა, აგუერო, რობერტო, ფრენკი დე იონგი, მინგესა, უმტიტი, ერიკ გარსია, პენია, ნიკო გონსალესი, გავი, ბალდე.

მატჩი ხვალ, 24 ოქტომბერს, 18:15 საათზე დაიწყება.