ავტორიზაცია

ვაქცინას თავად არ იკეთებს, თუმცა სხვებს ეხმარება — კიმიხმა კოვიდთან ბრძოლაში უკვე 1 მილიონი დახარჯა

ვაქცინას თავად არ იკეთებს, თუმცა სხვებს ეხმარება — კიმიხმა კოვიდთან ბრძოლაში უკვე 1 მილიონი დახარჯა
თარიღი 24 ოქტ 2021, 11:14

მიუნხენის "ბაიერნის" მთავარი მწვრთნელი, იულიან ნაგელსმანი კორონავირუსით დაინფიცირდა და კარანტინშია.

როგორც გავლენიანი გერმანული გამოცემა Bild-ი იტყობინება, "რეკორდმაისტერს" ხუთი არავაქცინირებული ფეხბურთელი ჰყავს.

ერთ-ერთი მათგანი, ვინც არ აცრილა, 26 წლის ნახევარმცველი ჯოშუა კიმიხია.

აღსანიშნავია, რომ ჯოშუა აქტიურად და საჯაროდ ეწევა კლუბსა და გერმანიის ნაკრებში თანაგუნდელ ლეონ გორეცკასთან ერთად კოვიდთან ბრძოლას. მათ We Kick Corona შექმნეს, რომლის წყალობითაც კორონავირუსით დაზარალებული ადამიანებისა და საქველმოქმედო ორგანიზაციების დასახმარებლად ფულს აგროვებენ. ორივე ფეხბურთელმა ამ საქმეს თითო-თითო მილიონი ევრო შესწირა.

სამეცნიერო საზოგადოებაში გაბატონებულია მოსაზრება, რომ ვაქცინაცია ყველაზე ეფექტურია კოვიდის გავრცელების წინააღმდეგ.

არსებული ინფორმაციით, კიმიხი მხარს უჭერს ვაქცინაციას სხვებისთვის, მაგრამ თავად არ იცრება, რადგან სურს დაელოდოს გრძელვადიან კვლევას აცრის შესაძლო შედეგების თაობაზე.