ავტორიზაცია

"ძალიან ვწუხვარ იმის გამო, რომ არ გავჩერდით, მაგრამ ეს არც გვინდოდა", - ტუხელი მეტოქის 7:0 განადგურების შემდეგ

"ძალიან ვწუხვარ იმის გამო, რომ არ გავჩერდით, მაგრამ ეს არც გვინდოდა", - ტუხელი მეტოქის 7:0 განადგურების შემდეგ
თარიღი 24 ოქტ 2021, 12:26

"ჩელსის" მთავარმა მწვრთნელმა, ტომას ტუხელმა პრემიერ ლიგის მე-9 ტურში "ნორვიჩთან" (7:0) გამართული მატჩის შედეგი შეაფასა.

"კარგად ვითამაშეთ. გუნდმა დიდი ძალისხმევა დახარჯა. მაღალ პრესინგს მივმართავდით და ბევრი ბურთი მოვიგეთ, უმაღლეს რიტმში ვთამაშობდით და ბევრი მომენტი შევქმენით. შვიდი გოლის გასატანად მომენტები და ცოტა იღბალია საჭირო", - ციტირებს გერმანელი სპეციალისტის სიტყვებს BT Sport.

"ეს მხოლოდ ერთი თამაშია, მომდევნო სამშაბათს საღამოს გაიმართება (ლიგის თასზე). ფეხბურთელები ყველანაირ შექებას იმსახურებენ, მაგრამ ეს მხოლოდ ერთი მატჩია (ბევრიდან)".

"მთავარი ყურადღება იმაზე გავამახვილეთ, რომ იგივე ინტენსივობა შეგვენარჩუნებინა და მომენტები შეგვექმნა. ეს მოვითხოვე ფეხბურთელებისგან. ბედნიერი ვარ, რადგან ინტენსივობა და რიტმი ერთ დონეზე იყო".

"ძალიან ვწუხვარ იმის გამო, რომ არ გავჩერდით. მაგრამ გაჩერება არც გვინდოდა. შესვენებაზე ვთქვით, რომ გაგრძელება გვსურდა. დღეს ფარკე ("ნორვიჩის" მწვრთნელი) თავს საშინლად გრძნობს - იმედი მაქვს, გუნდს საჭირო გზაზე დააბრუნებს. დანიელი ამას იმსახურებს, კარგი ადამიანია", - დასძინა ტუხელმა.