ავტორიზაცია

"ხანდახან ღელვაც ნორმალურია და შიშიც, დროა კამპ ნოუზე მოვიგო", - ანჩელოტი ბარსელონასთან მატჩის წინ

"ხანდახან ღელვაც ნორმალურია და შიშიც, დროა კამპ ნოუზე მოვიგო", - ანჩელოტი ბარსელონასთან მატჩის წინ
თარიღი 24 ოქტ 2021, 13:00

"რეალის" მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ ლა ლიგის მე-10 ტურში "ბარსელონასთან" გასამართი მატჩის შესახებ ისაუბრა.

"ხანდახან ღელვაც ნორმალურია და შიშიც. ეს კარგი ემოციებია. თუ არ გეშინია, მაშინ ლომზე ისე მიდიხარ, თითქოს კატა იყოს. შიში კარგი გრძნობაა", - ციტირებს იტალიელი სპეციალისტის სიტყვებს ESPN.

"აგრეთვე საჭიროა თავდაჯერებულობაც. ვფიქრობ, ძლიერი გუნდი მყავს, ფეხბურთელები ძლიერები არიან არა მხოლოდ ტექნიკურად და ფიზიკურად, არამედ ფსიქოლოგიურადაც".

"გარკვეული შიში ზოგჯერ მატჩის წინ გეუფლება, ზოგჯერ ვარჯიშის წინ, ზოგჯერ მის შემდეგ. ეს ხშირი კომპანიონია. მაგრამ კარგი გრძნობაა და არა ცუდი. საბედნიეროდ, პირადად მე არასოდეს მეშინია, რადგან ცხოვრებაში საფეხბურთო მატჩში მარცხზე ცუდი რაღაცებიც ხდება".

"ვფიქრობ, დროა "კამპ ნოუზე" მოვიგო. მაგრამ ეს მხოლოდ სამი ქულაა. თითოეული ქულისთვის ბრძოლაა საჭირო, არა მხოლოდ "ბარსასთან" მატჩებში, თუ ჩემპიონატის მოგება გინდა", - დასძინა ანჩელოტიმ.

შეგახსენებთ, "ბარსელონასა" და "რეალის" დაპირისპირება დღეს, 24 ოქტომბერს, თბილისის დროით 18:15 საათზე აიღებს სტარტს.