ავტორიზაცია

"გადაწყვეტილება კლუბის სასიკეთოდ მივიღე, მაგრამ მაინც ვწუხვარ", - ლაპორტა ბარსელონადან მესის წასვლაზე

"გადაწყვეტილება კლუბის სასიკეთოდ მივიღე, მაგრამ მაინც ვწუხვარ", - ლაპორტა ბარსელონადან მესის წასვლაზე
თარიღი 24 ოქტ 2021, 14:54

"ბარსელონას" პრეზიდენტმა, ჟოან ლაპორტამ კატალონიური გრანდიდან თავდამსხმელ ლიონელ მესის წასვლაზე მორიგი განცხადება გააკეთა.

"როცა მითხრა, რომ ყველაფერი კარგად მიდიოდა, არ ცრუობდა. კონტრაქტი შევათანხმეთ და ერთმანეთს ხელი ჩამოვართვით. მაგრამ ლა ლიგამ თქვა: "არა", - ციტირებს "ლურჯ-ბროწეულისფერთა" ხელმძღვანელის სიტყვებს Marca.

"მესის წასვლა ერთ-ერთი ყველაზე რთული გადაწყვეტილებაა, რომლის მიღებაც მომიწია. 50 წლის მანძილზე ტელეუფლებების პროცენტს ვერ დავთმობდი".

"ჩემთვის "ბარსა" ფეხბურთელებზე და პრეზიდენტებზე მაღლა დგას. კმაყოფილი ვარ იმით, რომ გადაწყვეტილება კლუბის სასიკეთოდ მივიღე, მაგრამ ვწუხვარ კიდეც, რადგან ლეოს დარჩენა მინდოდა", - დასძინა ლაპორტამ.

ტელეუფლებებზე საუბრისას, ლაპორტა ლა ლიგასა და საინვესტიციო ფონდ CVC Capital Partners-ის გარიგებაზე უარის თქმას გულისხმობს.