ავტორიზაცია

ანჩელოტი: "ელ კლასიკო გამორჩეული დაპირისპირებაა და მესის, რონალდუს, რამოსის გარეშეც იარსებებს"

ანჩელოტი: "ელ კლასიკო გამორჩეული დაპირისპირებაა და მესის, რონალდუს, რამოსის გარეშეც იარსებებს"
თარიღი 24 ოქტ 2021, 16:11

"რეალის" მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ იმის შესახებ ისაუბრა, თუ როგორ იმოქმედა ლა ლიგიდან ლიონელ მესის, სერხიო რამოსისა და კრიშტიანუ რონალდუს წასვლამ "ელ კლასიკოს" ინტრიგაზე.

"ორივე გუნდი იცვლება, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში შესანიშნავი თამაში გველოდება. ფიზიკურად უკეთესები ვხდებით", - ციტირებს იტალიელი სპეციალისტის სიტყვებს Marca.

"ჯერ კიდევ არ ვიცით, რა სიმაღლეებს მიაღწევენ ისეთი ფეხბურთელები, როგორებიც ანსუ ფატი და ვინისიუსი არიან, მაგრამ ზუსტად ვიცით, რომ "კლასიკო" ყოველთვის დიდი მატჩი იქნება".

"ისეთივე გრძნობები მაქვს, როგორიც იმ მომენტებში, როცა კრიშტიანუ და მესი იყვნენ მოედანზე. განსაკუთრებული მატჩია. ახლა გუნდებში სხვა ფეხბურთელები არიან, მაგრამ "ბარსელონაში" ახალგაზრდობა უბრალოდ გამორჩეულია".

"კლასიკო" მესის, კრიშტიანუსა და რამოსის გარეშეც იარსებებს, მომავალში კი მათ გარეშე, ვინც კვირას ითამაშებს", - დასძინა ანჩელოტიმ.

შეგახსენებთ, "ბარსელონა" - "რეალი" დღეს, 24 ოქტომბერს, თბილისის დროით 18:15 საათზე აიღებს სტარტს.