ტუხელი ჰოლანდის შესახებ გაკეთებულ განცხადებაზე: "ხაფანგში ჩავვარდი, სხვანაირად გაიგეს"
"ჩელსის" მთავარმა მწვრთნელმა, ტომას ტუხელმა "დორტმუნდის" თავდამსხმელ ერლინგ ჰოლანდისადმი "არისტოკრატთა" ინტერესის შესახებ ნათქვამ სიტყვებზე კომენტარი გააკეთა.
მოგეხსენებათ, გერმანელმა სპეციალისტმა აქამდე დაადასტურა, რომ ლონდონური კლუბი 21 წლის ნორვეგიელით ინტერესდება: "მასზე ხშირად ვსაუბრობთ. ვნახოთ, რა იქნება".
"ხაფანგში ჩავვარდი. გერმანული გაზეთისგან ჯილდო მივიღე. ეს პრიზი გადმომცეს და ამ ფეხბურთელის შესახებ მკითხეს", - ციტირებს ტუხელის სიტყვებს Goal.com.
"როგორც წესი, სხვა კლუბების მოთამაშეებზე არასოდეს ვსაუბრობ. არცერთ შემთხვევაში. ამას უბრალოდ არ ვაკეთებ. ამაზე ვიცინეთ, უკეთესად უნდა გავრკვეულიყავი სიტუაციაში. თუ ამაზე იხუმრებ და კარგი მანერით უპასუხებ კითხვას...".
"ამ ჯილდოს მიღების შემდეგ, რომელუ ლუკაკუზეც ვიხუმრე, ორ თავდამსხმელთან ერთად თამაშზეც ვთქვი რაღაც. მაგრამ ეს ისე გაიგეს, თითქოს ტრანსფერზე შეთავაზება გავაკეთეთ".
"ეს ფრაზა გარკვეულ კონტექსტში იყო ნათქვამი, მაგრამ სიტუაცია უკეთ უნდა გამეგო", - დასძინა ლონდონელთა დამრიგებელმა.