ავტორიზაცია

ლაპორტა: "მესი ბარსელონადან ადრე თუ გვიან მაინც წავიდოდა, მაგრამ ეს დაგეგმილზე ორი წლით ადრე მოხდა"

ლაპორტა: "მესი ბარსელონადან ადრე თუ გვიან მაინც წავიდოდა, მაგრამ ეს დაგეგმილზე ორი წლით ადრე მოხდა"
თარიღი 24 ოქტ 2021, 16:32

"ბარსელონას" პრეზიდენტმა, ჟოან ლაპორტამ კატალონიური გრანდიდან თავდამსხმელ ლიონელ მესის წასვლაზე მორიგი განცხადება გააკეთა.

"სახელფასო სიაში ადგილი არ გვქონდა, აუდიტის შედეგები კი არადამაკმაყოფილებელი იყო", - ციტირებს "ლურჯ-ბროწეულისფერთა" ხელმძღვანელის სიტყვებს Diario Sport.

"მესის შესანარჩუნებლად საინვესტიციო ფონდ CVC-სთან გარიგებას უნდა დავთანხმებოდით. ასე გვითხრა ლა ლიგამ. ამ ნაბიჯს ვერ გადავდგამდით, რადგან ეს იქამდე მიგვიყვანდა, რომ კლუბს მომავალი აღარ ექნებოდა. მესი ვეღარ ითმენდა და მიხვდა, რომ წასვლის დრო მოვიდა".

"მისმა გარემოცვამ დამარწმუნა და ამ ადამიანების მჯერა, რომ მათ სხვა კლუბებთან შეთანხმება არ ჰქონიათ. ლეოს "ბარსელონაში" დარჩენა უნდოდა".

"ახლა ის აზრი დამრჩა, რომ ამდენი ხანი შევძელით მისი თამაშით ტკბობა - აქ 16-დან 34 წლამდე იყო. ეს მომენტი ადრე თუ გვიან უნდა დამდგარიყო, თუმცა, სამწუხაროდ, ახლა მოხდა. ალბათ, დაგეგმილზე ორი წლით ადრე", - დასძინა ლაპორტამ.