ავტორიზაცია

"ყოველთვის გადამწყვეტ როლს თამაშობს, ოქროს ბურთი მან უნდა მოიგოს", - ძანეტიმ თავისი ფავორიტი დაასახელა

"ყოველთვის გადამწყვეტ როლს თამაშობს, ოქროს ბურთი მან უნდა მოიგოს", - ძანეტიმ თავისი ფავორიტი დაასახელა
თარიღი 24 ოქტ 2021, 17:20

არგენტინის ნაკრებისა და "ინტერის" ყოფილი მცველი, ხავიერ ძანეტი ფიქრობს, რომ "ოქროს ბურთის" მფლობელი "პსჟ"-ს თავდამსხმელი, ლიონელ მესი უნდა გახდეს.

"ჩემი აზრით, "ოქროს ბურთი" მესიმ უნდა მოიგოს. კვლავ სხვებისგან განსხვავებულია, ყოველთვის გადამწყვეტ როლს თამაშობს. საქმე ფეხბურთის არსს ეხება".

"მას შემდეგ შთამბეჭდავი მაჩვენებლები აქვს, რაც ფეხბურთის თამაში დაიწყო, იქნება ეს ევროპაში თუ არგენტინის ნაკრებში. ახლა კი, კაპიტნისა და ლიდერის რანგში ამდენი წლის შემდეგ, კოპა ამერიკა მოიგო და მთელი ქვეყანა გაახარა".

"ვფიქრობ, ის კვლავ იმსახურებს "ოქროს ბურთით" დაჯილდოებას", - დასძინა ძანეტიმ არგენტინულ გამოცემა Ole-სთან საუბრისას.

შეგახსენებთ, საფეხბურთო სამყაროში ყველაზე პრესტიჟული ინდივიდუალური პრიზის დაჯილდოების ცერემონია 29 ნოემბერს, პარიზში გაიმართება.