ავტორიზაცია

უნიკალური მიღწევა - ლივერპულმა ოლდ ტრაფორდზე მიაღწია იმას, რაც ჯერ არავის გაუკეთებია

უნიკალური მიღწევა - ლივერპულმა ოლდ ტრაფორდზე მიაღწია იმას, რაც ჯერ არავის გაუკეთებია
თარიღი 24 ოქტ 2021, 21:55

პრემიერ ლიგის მე-9 ტურში „მანჩესტერ იუნაიტედი“ საკუთარ კედლებში „ლივერპულთან“ 0:5 განადგურდა.

„მანჩესტერ იუნაიტედისთვის“ ეს არის ყველაზე გამანადგურებელი საშინაო მარცხი „ლივერპულის“ წინააღმდეგ.

ანალოგიური ანგარიშით, „ლვიერპულმა“ „მანჩესტერ იუნაიტედი“ სტუმრად 1925 წელსაც დაამარცხა და მას შემდეგ, მსგავსი შედეგი არასდროს დაფიქსირებულა.

გარდა ამისა, „ლივერპული“ გარდა პრემიერ ლიგის ისტორიაში პირველი გუნდი, რომელმაც „მანჩესტერ იუნაიტედს“ პრემიერ ლიგის ზედიზედ ორ მატჩში სტუმრად 4+ გოლი გაუტანა.

„ოლდ ტრაფორდზე“ გამართული წინა მატჩი ასევე კლოპის გუნდმა მოიგო (4:2).