ავტორიზაცია

"ყველაზე ცუდი დღეა მას შემდეგ, რაც ეს გუნდი ჩავიბარე", - სოლსკიაერმა ლივერპულთან განადგურება შეაფასა

"ყველაზე ცუდი დღეა მას შემდეგ, რაც ეს გუნდი ჩავიბარე", - სოლსკიაერმა ლივერპულთან განადგურება შეაფასა
თარიღი 24 Oct 2021, 22:59

„მან.იუნაიტედის“ მთავარმა მწვრთნელმა, ოლე-გუნარ სოლსკიაერმა, „ლივერპულთან“ განადგურება (0:5) შეაფასა.

„სიტყვების შერჩევა რთულია. ერთადერთი იმის თქმა შემიძლია, რომ ეს იყო ჩემი ყველაზე ცუდი დღე რაც ამ გუნდს ჩავუდექი სათავეში. არასაკმარისად კარგები ვიყავით ინდივიდუალურადაც და კოლექტიურადაც, არ შეიძლება „ლივერპულისთვის“ ასეთი შანსების მიცემა. სამწუხაროდ, ჩვენ სწორედ ეს გავაკეთეთ.

გუნდი მთლიანობაში არ იყო საკმარისად კარგი. თავისუფალი სივრცეები გვრჩებოდა, ისინი კი მათ ცივსისხლიანად იყენებდნენ. მატჩის ბედი მესამე გოლმა გადაწყვიტა.

ეს ჩემი პასუხისმგებლობაა. შესანიშნავი სამწვრთნელო შტაბი მყავს, მაგრამ თამაშისადმი ჩვენს მიდგომას მე ვადგენ. ჩვენ საკუთარი მომენტები ვერ გამოვიყენეთ და უკან დიდი სივრცეები დავტოვეთ. სახლში „ლივერპულს“ ვეთამაშებოდით და ისევე, როგორც ბოლო წლებში - იგივე მიდგომა გამოვიყენეთ - მაღალი პრესინგი. თუმცა, ჩვენ „მანჩესტერ იუნაიტედი“ ვართ და თამაშის მსვლელობას უნდა ვაკონტროლებდეთ.

წინა სეზონში „ტოტენჰემთან“ 1:6 წავაგეთ, მაგრამ ეს მარცხი იმაზე უარესია. მითუმეტეს, ჩემთვის, როგორც „ემიუს“ ქომაგისთვის. რაც შეიძლება მალე უნდა მოვახერხოთ ამ მატჩის გონებიდან მოშორება.

დიდი გზა გამოვიარე, მე პირადადაც და გუნდურადაც. ზედმეტად ახლოს ვართ იმისთვის, რომ ასე მარტივად დავნებდეთ. გაგვიჭირდება, ფეხბურთელები გულდაწყვეტილები იქნებიან, მაგრამ ახლა ბევრი ძლიერი ხასიათის მქონე მოთამაშე გვყავს.

ვიცით, რომ ახლა ფსკერზე ვართ, შეუძლებელია თავს იმაზე ცუდად გრძნობდე, ვიდრე ახლა ჩვენ ვართ. მოდით ვნახოთ, რა დასკვნებს გამოვიტანთ.“ - აღნიშნა სოლსკიაერმა.