ავტორიზაცია

კლოპი: "გიჟებივით აღნიშვნას არ ვაპირებთ, მაგრამ სახლისაკენ მიმავალ გზაზე ლუდს დავლევთ"

კლოპი: "გიჟებივით აღნიშვნას არ ვაპირებთ, მაგრამ სახლისაკენ მიმავალ გზაზე ლუდს დავლევთ"
თარიღი 24 ოქტ 2021, 22:54

„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა, „მანჩესტერ იუნაიტედის“ 5:0 განადგურების შემდეგ, პრესასთან ისაუბრა.

„რა შემიძლია რომ ვთქვა? ველოდი თუ არა ასეთ რამეს? რა თქმა უნდა, არა! ის, რაც ფეხბურთელებმა თავდასხმაში გააკეთეს, უბრალოდ წარმოუდგენელია.

თამაშობდნენ მაღალ პრესინგს, იბრუნებდნენ ბურთებს, იტანდნენ შესანიშნავ გოლებს. შესვენებაზე ვუთხარი, რომ კიდევ უფრო უკეთ ითამაშონ.

მეხუთე გაატნილის გოლის შემდეგაც თამაშს სრულად ვაკონტროლებდით. საქმე უფრო მეტი გოლის გატანას კი არა, ტრავმების თავიდან არიდებას ეხებოდა.

შედები ნამდვილი სიგიჟეა. მკითხეს, მქონია თუ არა მსგავსი რამ კარიერაში, მაგრამ დასაფიქრებლად დრო მჭირდება. ფეხბურთელებმა ამაში უდიდესი როლი შეასრულეს.

ეს განსაკუთრებული ემოციებია, მაგრამ გიჟებივით აღნიშვნას არ ვაპირებთ, მეტოქეს პატივს ვცემთ. გარკვეულ ეპიზოდებში აშკარად გაგვიმართლა.

ანგარიში 5:0-ა, ამიტომ ბედნიერი ვარ. ეს გასაოცარი შედეგია, უბრალოდ წარმოუდგენელი.

თავში ვატრიალებ რამდენიმე წაგებას, რომლის აუცილებლობაც არ ყოფილა, მაგრამ დღეს გამარჯვება ჩვენ დაგვრჩა და ამიტომ, სახლისაკენ მიმავალ გზაზე ლუდს დავლევთ.“ - აღნიშნა კლოპმა.