ავტორიზაცია

ლივერპულთან განადგურების შემდეგ, დავიდ დე ხეამ მანჩესტერის გულშემატკივრებს მიმართა

ლივერპულთან განადგურების შემდეგ, დავიდ დე ხეამ მანჩესტერის გულშემატკივრებს მიმართა
თარიღი 25 Oct 2021, 16:28

„მანჩესტერ იუნაიტედის“ მეკარემ, დავიდ დე ხეამ, „ლივერპულთან“ 0:5 წაგების შემდეგ გულშემატკივრებს მიმართა.

შეხვედრა სტადიონ „ოლდ ტრაფორდზე“ გუშინ გაიმართა და სტუმართა გამარჯვებით 5:0 დასრულდა.

„ჩვენი გულშემატკივრების ტკივილს ვგრძნობ. თქვენ გუნდისთვის თავს საერთოდ არ ზოგავთ და ჩვენც ასე უნდა ვიქცეოდეთ. 

ჩვენი კლუბი ძალიან მიყვართ, ასეთი თამაში მიუღებელია.“ - წერს ესპანელი გოლკიპერი.

ცნობისთვის, Manchester Evening News-მა ამ მატჩის შემდეგ „მან.იუნაიტედის" საუკეთესო ფეხბურთელად სწორედ დე ხეა დაასახელა, მიუხედავად იმისა, რომ ესპაელმა ამ მატჩში ხუთი გოლი გაუშვა.